პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა. მისი თქმით, საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია თვითმმართველობის განვითარებისა და ევროპული გამოცდილების გასაზიარებლად.

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა
რუსთავი 2

"საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

საკრებულოს წევრის თქმით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობით მუნიციპალიტეტები წარმოდგენილნი არიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატებში, სადაც რეგიონული განვითარების საკითხები განიხილება.

"საქართველოს დელეგაციამ ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მივიღეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში.

ამ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ახალი ცოდნისა და ევროპული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საქართველოს მხრიდან ჩვენ ამ ინიციატივის მხარდაჭერა დავაფიქსირეთ“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის მხოლოდ ადგილობრივი საკითხების მართვა, არამედ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ თავად შექმნან საერთაშორისო კავშირები, მოიზიდონ ახალი შესაძლებლობები და წარმატებული გამოცდილება გაიზიარონ.

"მსგავსი გზავნილი გამოიკვეთა ივნისშიც, ბრიუსელში გამართულ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე, სადაც

შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ევროპისა და ცენტრალური აზიის კავშირების გაძლიერების საკითხში.

მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები აღწევდეს მუნიციპალიტეტებამდე, ანუ იქამდე, სადაც მოქალაქეებს სახელმწიფოსთან ყოველდღიურად შეხება აქვთ", - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან აბაშიძემ და მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები