ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელიინტერპრესნიუსი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან

და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი - გაფრთხილება უახლოესი ორი დღის ამინდის პროგზონის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები