ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გეგმა გააპროტესტეს
ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გეგმა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ქვედა პალატაში პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი მედიის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

ჩეხეთში საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების სისტემის შეცვლის გეგმა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მედია პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
შესაბამისი კანონპროექტმა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში პირველი მოსმენა 24 ოქტომბერს უკვე გაიარა. ახლა მას საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ დააყენებს. აქცია პრაღის პარალელურად ბრნოშიც გაიმართა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…