ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 1 580 440 ადამიანს აღწევს, თუმცა ომის პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული სტატისტიკის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერი
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერიბათუმელები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 580 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]

ტანკი – 12 448 ერთეული [+1]

ჯავშანტექნიკა – 25 609 ერთეული [+4]

საარტილერიო სისტემა – 51 632 ერთეული [+18]

MLRS – 2 239 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 726 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 582 458 ერთეული [+1 656]

სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 018 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]

წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 167 240 ერთეული [+322]

სპეცტექნიკა – 4 858 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

670 თვითმფრინავი

283 ვერტმფრენი

117 299 უპილოტო საფრენი აპარატი

651 საზენიტო სარაკეტო სისტემა

27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციურიახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა „ძალიან მალე“ დაიგეგმებაწაიკითხე

უახლესი ამბები