პატრიარქმა შიო III-მ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სხალთის ეპარქიაში წირვის აღვლენის შემდეგ, შიო III-მ მთავარეპისკოპოს სპირიდონის წარდგინებით ადგილობრივი სასულიერო პირები სხვადასხვა საეკლესიო პატივით დააჯილდოვა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ წირვა აღავლინა სხალთის ეპარქიაში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, თანამსახურებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები.
წირვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ტაძარში შეკრებილთ ქადაგებით მიმართა, ბოლოს კი სხალთელ მთავარეპისკოპოს სპირიდონის (აბულაძე) წარდგენით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა:
დეკანოზი ბართლომე ჩხიკვაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი გრიგოლ სურმანიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი პავლე ჯაფარიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი იოანე ჩხუბაძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი დავით ქოჩალიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
მღვდელი კალისტრატე თურმანიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…