ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში უკრაინის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში სავარაუდოდ უკრაინის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა; გუბერნატორ იგორ არტამონოვის ცნობით, დარტყმის სამიზნე თავდაცვითი საწარმო გახდა.

ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში უკრაინის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში უკრაინის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპარადიო თავისუფლება

რუსეთში ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცის სამრეწველო ზონა 25 ოქტომბერს თავდასხმის სამიზნე გახდა. სავარაუდოდ, თავდასხმისას რაკეტები და დრონები გამოიყენეს. სავარაუდო სამიზნე იყო თავდაცვითი საწარმო „ენერგია“.

ამის შესახებ ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა განაცხადა. „დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები. მოსახლეობას ვთხოვ, სარაკეტო საფრთხის დროს მკაცრად დაიცვან უსაფრთხოება. ოფიციალურ შეტყობინებამდე თავშესაფრებს ნუ დატოვებთ“, - დაწერა არტამონოვმა.

მოგვიანებით გუბერნატორმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი საწარმოს დაცვის თანამშრომელი. მისი ინფორმაციით, ასევე დაშავდა ფელდშერი ქალი.

უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხები ელეცის თავზე გაჩენილი ხანძრის ფოტოებს აქვეყნებენ. მათი ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო ქარხანა „ენერგია“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარხანას ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. უკრაინის სამხედროებს დარტყმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ელეცში მდებარეობს თავდაცვითი საწარმო, სააქციო საზოგადოება „ენერგია“, რომელიც სამხედრო ტექნიკისთვის კვების წყაროებსა და აკუმულატორებს აწარმოებს.

არაერთი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს 23 ოქტომბერს ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონზე“ დარტყმისთვის. ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კვირას ოთხამდე გაიზარდა, განაცხადა ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები. მოსახლეობას ვთხოვ, სარაკეტო საფრთხის დროს მკაცრად დაიცვან უსაფრთხოება. ოფიციალურ შეტყობინებამდე თავშესაფრებს ნუ დატოვებთ“
იგორ არტამონოვი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა ქარხანა „პროტონზე“ ქალაქ ორიოლშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები