ია მეტრეველი ოპოზიციურ პარტიებზე: აუცილებლად უნდა მოხდეს მათი აკრძალვა, ისე როგორც ფაშიზმია აკრძალული დღემდე მსოფლიოში
მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს და აცხადებს, რომ ოპოზიცია განადგურებულ ოჯახებს დასცინის, ასევე ამტკიცებს, რომ მისი მკვლელობაც იყო დაგეგმილი.

აუცილებლად უნდა მოხდეს მათი აკრძალვა, ისე როგორც ფაშიზმია აკრძალული დღემდე მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია განადგურებულ ოჯახებს დასცინის.
„დაგვცინიან ჩვენნაირად განადგურებულ ოჯახებს და საუბედუროდ ძალიან ბევრი ვართ. ტომებია თითოეული ოჯახის. თუნდაც იმ კომისიაზე, ვეღარ ვუსმენდი, კინაღამ გადავყევი იმ კომისიას.
ბატონი იური, რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს. შვილის საფლავზე მამა ააფეთქეს. ენით აღუწერელი სისასტიკეა. ქალბატონი ირინაც საფლავზეც მოწამლეს, ასევე იყო ჩემი მკვლელობაც დაგეგმილი, უბრალოდ არ გამოუვიდათ.
დაპირისპირებას ერიდება ხალხი, თორემ ესენი ქუჩაში ვერ გაივლიდნენ. კარგად გვახსოვს როგორ გაიქცნენ, როცა გავიმარჯვეთ, მაგრამ მერე უკვე ყველაფერი ძალიან მარტივად რომ დაინახეს , ჩამობრძანდნენ და დღეს რა დღეში არიან. ხალხი მაქსიმალურად იკავებს თავს, რომ ესენი ასე მარტივად მსგავს რაღაცებს ბედავენ და ასეთ რამეებს ლაპარაკობენ“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.
ციტატები სტატიიდან
„დაგვცინიან ჩვენნაირად განადგურებულ ოჯახებს და საუბედუროდ ძალიან ბევრი ვართ. ტომებია თითოეული ოჯახის. თუნდაც იმ კომისიაზე, ვეღარ ვუსმენდი, კინაღამ გადავყევი იმ კომისიას. ბატონი იური, რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს. შვილის საფლავზე მამა ააფეთქეს. ენით აღუწერელი სისასტიკეა. ქალბატონი ირინაც საფლავზეც მოწამლეს, ასევე იყო ჩემი მკვლელობაც დაგეგმილი, უბრალოდ არ გამოუვიდათ. დაპირისპირებას ერიდება ხალხი, თორემ ესენი ქუჩაში ვერ გაივლიდნენ. კარგად გვახსოვს როგორ გაიქცნენ, როცა გავიმარჯვეთ, მაგრამ მერე უკვე ყველაფერი ძალიან მარტივად რომ დაინახეს , ჩამობრძანდნენ და დღეს რა დღეში არიან. ხალხი მაქსიმალურად იკავებს თავს, რომ ესენი ასე მარტივად მსგავს რაღაცებს ბედავენ და ასეთ რამეებს ლაპარაკობენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…