ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით ქართველიშვილი: “17 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის ახალმა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება აშშ-ის ახალი საქმეთა დროებითი რწმუნებულის, კორტნი ოსტრიანისა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრიშვილის შეხვედრას. ავტორის თქმით, შეხვედრაზე დღის წესრიგი სრულად შეიცვალა და აქცენტი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა და ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა, როგორიცაა შუა დერეფანი და ანაკლიის პორტი.

დავით ქართველიშვილი: “17 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის ახალმა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი
დავით ქართველიშვილი: “17 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის ახალმა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნიPOSTV

x

“გუშინ საქართველოში აშშ-ის დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი შეხვდა ქვეყნის ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრიშვილს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები შეეხო სინდისის პატიმრების უპრეცედენტო რაოდენობას ქართულ ციხეებში, დემოკრატიის უკუსვლას, ხელისუფლების შემაშფოთებელ მისწრაფებას კრემლისკენ, ლგბტ-თემის უფლებების შევიწროვებას, სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირების აუცილებლობას – რომლის გარეშეც ახალ წლამდე საქართველო მოჰყვებოდა აქამდე უპრეცედენტო სასანქციო წნეხში…უი, დიდი ბოდიში, უკაცრავად და მაპატიეთ! ცოტა გავერთე – ეს იყო რიგითი “ნაცის” წუხანდელი საოცნებო სიზმრის რეტრანსლაცია!” – წერს პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

“თუმცა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მეთიუ მილერის ეპოქაში, ამერიკული დიალოგი თბილისთან ზუსტად ასე წარიმართებოდა – ეს არის ძირითადი არგუმენტი იმ სკეპტიკოსების მისამართით, აკვიატებულად რომ გვიმტკიცებენ: “ვაშინგტონის მიდგომებში არაფერი შეცვლილა”. დიახ, 17 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის ახალმა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას სრულიად სხვა დღის წესრიგი წარმოადგინა: ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, შუა დერეფანი და ინფრასტრუქტურა.

არცერთი სიტყვა „რუსულ ოცნებაზე“, „კრემლის ხელისუფლებაზე“, “სინდისის პატიმრებზე” ან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებაზე. ვაშინგტონი თბილისთან საუბრობდა, უპირველესად, იმაზე, თუ რას წარმოადგენს თავად საქართველო შეერთებული შტატებისთვის და რა პერსპექტივები ელოდება ორივე ქვეყანას ურთიერთობების გადატვირთვის პირობებში. საქართველო კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება – მათ შორის, ამერიკისთვის.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, შუა დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა, სულ მცირე, სამჯერ (!) უნდა გაიზარდოს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოება, ენერგეტიკული პროექტების განვითარება, ხოლო ანაკლია მრავალწლიანი პოლიტიკური პროექტიდან რეალურ ღრმაწყლოვან პორტად გარდაიქმნება. მისი პირველი ეტაპი, დაახლოებით, 10 მილიონი ტონა ტვირთისა და 600 ათასი TEU-ის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი.

პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი კი უკვე ოქტომბერში უნდა გამოცხადდეს. პორტის სრულფასოვანი ექსპლუატაცია 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.

სწორედ აქ იკვეთება საქართველოსა და ამერიკის ინტერესები. 17 სექტემბრის შეხვედრაზე განიხილებოდა ანაკლია, რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ავიაცია, შუა დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი. ანუ არა აბსტრაქტული გეოპოლიტიკა, არამედ ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ევროპა აზიას უკავშირდება, ხოლო საქართველო საკუთარ სატრანზიტო როლს მკვეთრად ზრდის. რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს მარშრუტი, მით უფრო რთული ხდება მისი იგნორირება.

საქართველო თანდათან საკუთარ გეოგრაფიას გეოეკონომიკურ ძალად აქცევს. სწორედ ეს ცვლის ვაშინგტონთან საუბრის ხასიათსაც: საქართველოს ხელისუფლებაზე შეიძლება რამდენიც გინდათ, იკამათოთ, მაგრამ სულ უფრო რთული ხდება იმ ქვეყნის იგნორირება, რომლის გავლითაც ევროპის და აზიის მომავალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირები გადის.

მეთიუ მილერის რიტორიკა იყო საუბარი იმაზე, როგორი საქართველო სურდა ვაშინგტონს, ენახა. დღევანდელი დღის წესრიგი კი არის საუბარი იმაზე, რამდენად სჭირდება საქართველო უკვე თავად ვაშინგტონს.

თუმცა, ამის პარალელურად, ქართველი რადიკალები მაინც ემზადებიან უწყვეტი აქციების 666-ე დღის საზეიმო აღსანიშნავად, რომელსაც მეთიუ მილერი აუცილებლად დაესწრებოდა, მაგრამ კორტნი ოსტრიანი არ მივა”, – წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.