ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედაქალაქმა გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლა

თბილისის მერია

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართა. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებაზე ხაჭაპურის მასტერკლასები და ქართული კულინარიის შესახებ სემინარები ჩატარდა.

დედაქალაქმა გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლა
დედაქალაქმა გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლაიმედინიუსი

დედაქალაქში პირველად ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე ჩატარდა.

„თბილისი ფუდ-გენმა“ ქართული გულსართიანი ცომეულის მრავალფეროვნება, ტრადიციები და რეგიონულ იდენტობა გააერთიანა.

ფესტივალის სტუმრებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ხაჭაპურისა და ტრადიციული გულსართიანების მრავალფეროვანი სახეობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კუთხეების კულინარიულ ტრადიციებს და მემკვიდრეობას.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასები და საინფორმაციო ხასიათის სემინარები ქართული კულინარიის მდიდარი ისტორიის შესახებ.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სტუმრობდა. ფესტივალზე ასევე იმყოფებოდა ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქართული ტრადიციული გემოები ერთ სივრცეში და კულინარიული მრავალფეროვნება - ორბელიანის მოედანი პირველად "ფუდ გენის" მასპინძელი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები