პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

თავდაცვის სამინისტროგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ და თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და რეზერვის შესაძლებლობების შესახებ ესაუბრნენ.

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
იმედინიუსი

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს გააცნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთავდაცვის სამინისტროს პროექტი "ჩვენი ჯარი" გრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროექტ "ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები