ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია - ევროპა საპროტესტო აქციებმა მოიცვა

ევროპის მასშტაბით საპროტესტო ტალღა მძიმე შეტაკებებში გადაიზარდა: საფრანგეთში 2 400-მდე პირი დააკავეს და თითქმის 1 000 სამართალდამცველი დაშავდა, შეტაკებები და დაკავებები მოხდა ალბანეთსა და იტალიაშიც.

საფრანგეთი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია - ევროპა საპროტესტო აქციებმა მოიცვა
საფრანგეთი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია - ევროპა საპროტესტო აქციებმა მოიცვარუსთავი 2

მთელი ევროპის მასშტაბით, მილანიდან და მადრიდიდან დაწყებული, ლისაბონითა და ტირანით დამთავრებული, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩებში გამოდიან ისეთი პრობლემების გასაპროტესტებლად, როგორიც არის პენსიები, საცხოვრებელი პირობები, განათლება, კორუფცია და ომი.

როგორც Euronews-ი წერს, ყველაფერი ეს ასახავს პრობლემების ფაქტო სპექტს, რომელიც კონტინენტზე ამჟამად არსებობს. მიუხედავად მიღებული პრევენციული ზომებისა, დაწესებული აკრძალვებისა და პოლიციის გაძლიერებული კონტროლისა, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. დაახლოებით 2 400 ადამიანი დააკავეს, ხოლო უსაფრთხოების ძალების თითქმის 1 000 თანამშრომელი დაშავდა. მხოლოდ პარიზში დაშავდა 100 დემონსტრანტი და ადგილობრივი მცხოვრები.

ალბანეთში პოლიციასა და სტუდენტებს, ხელოვანებსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები მოხდა. შაბათს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მთავრობის საწინააღმდეგო კიდევ ერთ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა; პოლიციამ ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამ ღონისძიებების დროს, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მრავალრიცხოვან შეტაკებებს შორის ერთ-ერთი იყო, მთავრობის შენობებზე თავდასხმის მცდელობები განხორციელდა და ათობით დემონსტრანტი დააკავეს.

ხელისუფლების ცნობით, შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან როგორც მომიტინგეები, ასევე პოლიციელები.

იტალიის რამდენიმე ქალაქში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მილანში, რომში, ტურინში, ნეაპოლში, ბოლონიასა და ფლორენციაში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. მომიტინგეები ბოთლებს, ქვებსა და ფეიერვერკებს ისროდნენ. იტალიის პოლიციამ განცხადების თანახმად, შაბათს, რვა ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების დროს, ცხრა ადამიანი დააკავეს. ასევე, 371 ადამიანი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიციის განმარტებით, იმ პირებიდან, რომლებიც დროებით დააკავეს და პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, 110 არასრულწლოვანი იყო.

ესპანეთსა და პორტუგალიაში დემონსტრანტები საპენსიო უფლებებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოთხოვნით გამოვიდნენ. მადრიდში აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: პენსიების ზრდა რეალური ინფლაციის შესაბამისად, მინიმალური პენსიის მინიმალურ ხელფასთან გათანაბრება, ქალებსა და კაცებს შორის საპენსიო შემოსავლების სხვაობის აღმოფხვრა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის პრივატიზაციისგან დაცვა. ამასთან, პორტუგალიაში მთავარი მოთხოვნა ხელმისაწვდომი საცხოვრებელია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მასშტაბური საპროტესტო აქციები ევროპაში - ქალაქების ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების ნაწილს ქვეყნის ხელისუფლებამ მეამბოხეები უწოდა და შეკრებების კრიმინალიზება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები