საფრანგეთში დააწესეს ლიტერატურული პრემია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დაწერილი წიგნებისთვის
საფრანგეთში ბლეზ პასკალის სახელობის მსოფლიოში პირველი ლიტერატურული პრემია დააფუძნეს ადამიანის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი წიგნებისთვის. კონკურსში გამარჯვებული ნაშრომის ჯილდო მისი გამოცემა იქნება.

საფრანგეთში დააფუძნეს მსოფლიოში პირველი ლიტერატურული პრემია ადამიანის მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით დაწერილი წიგნებისთვის. მას სახელი ეწოდა მათემატიკოსისა და მოაზროვნის, ბლეზ პასკალის პატივსაცემად, რომელიც პირველი მექანიკური გამომთვლელი მანქანების შემქმნელი და ფრანგული ლიტერატურის კლასიკად ქცეული წიგნის, „აზრების“ ავტორია.
პრემიის დამფუძნებლების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში ნათქვამია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებითაც ჟიური იხელმძღვანელებს. გამარჯვებული წიგნი შექმნილი უნდა იყოს ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მანამდე არ გამოუყენებიათ. გარდა ამისა, ის არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური ექსპერიმენტი და მკითხველს უნდა მოუტანოს ახალი ცოდნა ან ახალი ხედვა ამა თუ იმ საკითხზე. „ნამუშევარი უნდა იყოს სასარგებლო და ზრდიდეს ცნობიერებას ან ხელს უწყობდეს კაცობრიობის წინაშე არსებული ერთ-ერთი ეკოლოგიური, სოციალური თუ ეთიკური პრობლემის ორიგინალურ გადაჭრას“, - ნათქვამია მანიფესტში.
კონკურსზე მიიღება ხელნაწერები, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა კომერციული გამომცემლობების მიერ არც ბეჭდური და არც ელექტრონული სახით. დაშვებულია ნაწარმოების ავტორის მიერ დამოუკიდებლად გამოქვეყნება, მაგალითად, სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე. ჟიური შედგება ხუთი „პროფესიონალი მკითხველისგან“ - გამომცემლების, ლიტერატურული კრიტიკოსების, ფილოსოფოსების, ჟურნალისტებისგან, რომლებიც იცნობენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
განაცხადების მიღება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, დაჯილდოების ცერემონია კი დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. გამარჯვებულის ჯილდოა წიგნის გამოცემა.
მომავალში იგეგმება პრემიის ყოველწლიურად გადაცემა.
ციტატები სტატიიდან
„ნამუშევარი უნდა იყოს სასარგებლო და ზრდიდეს ცნობიერებას ან ხელს უწყობდეს კაცობრიობის წინაშე არსებული ერთ-ერთი ეკოლოგიური, სოციალური თუ ეთიკური პრობლემის ორიგინალურ გადაჭრას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…