როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი შემცირდა: Lion Finance Group-ის 3.83%-ით, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ 6.63%-ით, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ 2.81%-ით.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
Lion Finance Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 3.83%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 12.06 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.19 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 9.24%-ით გაიზარდა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 6.63%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 47.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.80 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 3.08%-ით შემცირდა.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 2.81%-ით შემცირდა და 42.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 1.97%-ით გაიზარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…