მსოფლიო · 24 ოქტომბერი, 14:40
Reuters: იორდანიაში ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა
იორდანიაში, ჰამუდის ეკლესიაში დაკრძალვისას შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს, თავდამსხმელები კი ჯერ დაკავებული არ არიან.

იორდანიაში ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ჰამუდის ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა.
თავდამსხმელები ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…