რას აპროტესტებენ და რატომ ითხოვენ მოქალაქეები საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას - „ქრონიკა“ პარიზში მოქალაქეებს ესაუბრა
პარიზში მოქალაქეები მაღალ ფასებს აპროტესტებენ, ხელისუფლების შეცვლასა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ, ხოლო საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში საფრთხის დონე მაღალია და ძალადობის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება იქნება.
საფრანგეთში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში საფრთხის დონე კვლავ მაღალია. შესაბამისად უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და დემონსტრანტებს აფრთხილებენ, რომ ძალადობისა და ვანდალიზმის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება იქნება.
ანუკი ჩხიკვაძე მუშაობს პარიზში. ის მოქალაქეებს ესაუბრა, რომლებმაც „ქრონიკასთან“ თქვეს, რომ სოციალურ პრობლემებს, განათლების პირობებს, რესურსების ნაკლებობასა და მაღალ ფასებს აპროტესტებენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…