პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია: უკრაინაში Starlink-ის მუშაობა სრულად აღდგა

თავდაცვის სამინისტრო

უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტკავშირი სრულად აღდგა და 160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას შეუფერხებლად მუშაობს, რაც მანამდე ლოგისტიკასა და უკრაინული დრონების ოპერირებას აფერხებდა.

უკრაინული მედია: უკრაინაში Starlink-ის მუშაობა სრულად აღდგა
იმედინიუსი

Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტკავშირი უკრაინაში სრულად აღდგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კავშირი 160 კმ/სთ გადაადგილებისას უკვე შეუფერხებლად მუშაობს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალისტები აგრძელებენ მუშაობას, რათა სიჩქარის ზედა ზღვარი შეამოწმონ და დარწმუნდნენ, თუ რამდენად სრულფასოვნად აღდგა კავშირი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Starlink-ის ინტერნეტკავშირი შეფერხებით მუშაობდა. მისი განცხადებით, 13-160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას კავშირი წყდებოდა, რაც ლოგისტიკას და უკრაინული დრონების მუშაობას აფერხებდა.

16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა თეთრ სახლს არ შეუზღუდავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიStarlink-მა უკრაინაში მუშაობა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით განაახლა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები