ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის პატიმრობაზე სიუჟეტი მოამზადა — მომღერლის საქმეში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში დანიშნულ სასამართლო სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა
ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადაფორმულა

საერთაშორისო მედია ყურადღებით აკვირდება პაატა ბურჭულაძის საქმეს. მის შესახებ სიუჟეტი ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებლმა მოამზადა.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ბურჭულაძის საქმეს ავსტრია ყურადღებით აკვირდება, რადგან მსოფლიო ბანი ამ ავსტრიის მოქალაქეცაა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ბურჭულაძე აქტიურად უჭერს მხარს თავისი სამშობლოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს.

ნათქვამია, რომ საქმეში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრიის საელჩო თბილისში 2026 წლის 2 და 16 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომებს კვლავ დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება.

"საერთაშორისო აღიარების საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე უკვე ერთი წელია, თავის სამშობლოში, საქართველოში, პატიმრობაში იმყოფება. პროევროპული შეხედულებების გამო, მას შესაძლოა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. ეს ჩვენც გვეხება, რადგან ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეცაა.

საქმეში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული. პაატა ბურჭულაძე არა მხოლოდ სახელგანთქმული მომღერალი, არამედ პოლიტიკური აქტივისტიცაა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი აქტიურად უჭერს მხარს თავისი სამშობლოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს. ამ მიზნით მართავდა კონცერტებს ევროპაში და პოლიტიკური პარტიაც დააარსა.

2025 წლის ოქტომბერში ბურჭულაძე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ბრალდების თანახმად, იგი ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. მას შემდეგ 71 წლის მომღერალი სამარტოო საკანში იმყოფება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომები 2 და 16 ნოემბერსაა ჩანიშნული.

დღეს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო გადაცემა "Zeit im Bild"-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები ამ დრომდე გამართულ თექვსმეტივე სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ და აგრეთვე, დაკავებულის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. სამინისტროს განცხადებით, ავსტრიის საელჩო თბილისში 2026 წლის 2 და 16 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომებს კვლავ დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება.

კულტურულ და პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქამია სიუჟეტში.

71 წლის მომღერალი, მსოფლიო ბანი სამარტოო საკანში იმყოფება, მას 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი 4 ოქტომბრის საქმეზე. მომდევნო სასამართლო სხდომები ნოემბერშია ჩანიშნული. სხდომებს აქტიურად ესწრებიან ავსტრიის საგარეო უწყების წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - ბურჭულაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები