ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმრობიდან გათავისუფლებული ტიკტოკერი 12 წლის მოზარდს მოკვლით ემუქრება - ოჯახი პოლიციისგან რეაგირებას ითხოვს

12 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციისგან რეაგირებას ითხოვს და აცხადებს, რომ 20-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ტიკტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი ბავშვის საცხოვრებელთან დემონსტრაციულად გადაადგილდება და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

12 წლის მოზარდის ოჯახი სამართალდამცველებისგან რეაგირებას და ტიკტოკერ ზურაბ კენჭიაშვილის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს. Mr. Zura-ს სახელით ცნობილი ყოფილი პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვნის შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ოჯახის ინფორმაციით, საპატიმროს დატოვების შემდეგ კენჭიაშვილი დემონსტრაციულად გადაადგილდება მათი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, რასაც მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აფასებენ.

ინციდენტი დაახლოებით ერთი თვის წინ, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ოჯახის ინფორმაციით, კენჭიაშვილმა ელექტროსკუტერებით მოძრავ არასრულწლოვნებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ბავშვების მხრიდანაც შეურაცხმყოფელი პასუხი მოჰყვა. როგორც ოჯახი აცხადებს, ერთ-ერთმა, 12 წლის მოზარდმა, ტიკტოკერს რამდენიმე წუთში ბოდიში მოუხადა.

მომხდარის ამსახველი ვიდეოები კენჭიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც, ოჯახის შეფასებით, არასრულწლოვნის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა ისმოდა.

ოჯახი მიიჩნევს, რომ კენჭიაშვილის ქმედებები მოზარდის დაშინებას ემსახურება და სამართალდამცველებისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ტიკ-ტოკერი ზურა კენჭიაშვილი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები