ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში - რა შუამდგომლობები დააყენა მოპასუხე მხარემ და როგორია მოსარჩელის პოზიციები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციამ სხდომის გადადება და მოსამართლის აცილება მოითხოვა, რაც პლენუმმა ნაწილობრივ უარყო, მოსარჩელე მხარე კი ოპონენტებს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვების მესამე დღე მოპასუხე მხარის მორიგი წარუმატებელი შუამდგომლობების ფონზე წარიმართა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს სხდომის გადადება, მოსამართლის აცილება და მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა პლენუმმა მოთხოვნების ნაწილი დარბაზშივე უარყო.
მოსარჩელე მხარე ოპონენტების ტაქტიკას პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობად აფასებს.
ვრცლად ნინი გოგიშვილის სიუჟეტში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…