ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატომ არის სარისკო ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში პოპულარობა – სპეციალისტების შეფასება

სპეციალისტების შეფასებით, სოციალურ ქსელებში ბავშვების პოპულარობა და ე.წ. ინფლუენსერობა მათ განვითარებას აფერხებს, ასუსტებს შინაგან მოტივაციას და ზრდის შფოთვისა თუ ბულინგის რისკებს. ფსიქოლოგები მშობლებს ეკრანთან დროის შეზღუდვისა და ბავშვთა პირადი სივრცის დაცვისკენ მოუწოდებენ.

რატომ არის სარისკო ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში პოპულარობა – სპეციალისტების შეფასება
რატომ არის სარისკო ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში პოპულარობა – სპეციალისტების შეფასებაბათუმელები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ ამ ბავშვებს აქვთ ბევრი სათამაშო, კარგი ტელეფონი და პირობითაც რომ ვთქვათ, „კარგი ცხოვრება“… მაგრამ, ეს ხომ არ არის აბსოლუტურ რეალობა?! არანაკლებ სტრესში შეიძლება აღმოჩნდნენ ის ბავშვები, რომლებიც მათ უყურებენ“
მარიამ ზაქაშვილი
„ბავშვი ბუნებრივად ელოდება შექებას ნაცნობი გარემოსგან – მშობელი, პედაგოგი, თანატოლი და ა.შ. ამ შემთხვევებში წახალისებულ ქცევას გამეორების ტენდენცია აქვს. სოციალური ქსელიდან მიღებული შექება უცხო ადამიანებისგან მოდის. ეს ასუსტებს ავტონომიის განცდას. გარეგან მოტივატორებზე, „მოწონებებზე“ ხანგრძლივი დამოკიდებულება, თანდათან ამცირებს შინაგან მოტივაციას. გარდა ამისა, ბავშვებს მასების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სჭირდებათ: ასეთი ყურადღება დამღლელია და მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას გულისხმობს“
„იმ ბავშვის თვითშეფასება, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობს, ნაწილობრივ დამოკიდებული ხდება მოწონებების (ლაიქების) რაოდენობასა და მომხმარებელთა რეაქციებზე. ამ დროს ყალიბდება აზროვნების ისეთი სტილი, როგორიცაა: „ბევრი მოწონება = კარგი ვარ; ცოტა მოწონება = სავარაუდოდ, არ ვარ კარგი“. ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ აისახება თვითშეფასების ფორმირებაზე და ხანგრძლივი ზემოქმედებისას შფოთვის რისკს ზრდის. პრობლემას ამძაფრებს ის, რომ მოწონებების დინამიკას და სოციალური ქსელის მომხმარებელთა დამოკიდებულებას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ: ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოწონების რეაქციების შემცირება, კრიტიკა ან შეურაცხყოფაც კი. მოზარდი ადამიანისთვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოსაყალიბებლად ასეთი არასტაბილური გარემო რისკ-ფაქტორია“
ნატა მეფარიშვილი
„ბავშვს ინფორმირებული თანხმობის უნარი არ აქვს, ამიტომ ვერ წყვეტს, სურს თუ არა ასეთ აქტივობაში მონაწილეობა. გარდატეხის ასაკამდე ოჯახის წევრები ბავშვისთვის პირველი ავტორიტეტები არიან. როცა მათ მოწონებას უცხო ადამიანების მოწონებაც ემატება, ბავშვის თანხმობა ან უარი მკაფიო აღარ არის“
ნატა მეფარიშვილი
„მხოლოდ პოზიტიური კომენტარები ხომ არ იწერება?! მაგრამ, ასეც რომ იყოს და სულ პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდეს, ამას ეჩვევა ბავშვი. შემდეგ, რაღაც ეტაპზე, მას რაღაც არ გამოუვა და ეს ბევრად უფრო დიდი იმედგაცრუება იქნება მისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არა უშავს, თუ რაღაც არ გამოუვა. პოპულარობა არც თუ მარტივი ზრდასრულისთვის და მით უმეტეს ბავშვისთვის, რომელიც შეიძლება გაუცნობიერებლად აღმოჩნდეს ფართო აუდიტორიის წინაშე. ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვური ცხოვრება და არ უნდა ცხოვრობდეს ზრდასრულის ცხოვრებით“
მარიამ ზაქაშვილი
„ბავშვების ამგვარ აქტივობას შეიძლება ჰქონდეს ბევრი დადებითი მხარე: ინფლუენსერობას და საკუთარი აუდიტორიის ყოლას ფინანსური სარგებელი შეიძლება მოჰქონდეს, ციფრული უნარები განუვითაროს, რაც 21-ე საუკუნეში არსებითად მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის უნარი – აზრის საჯაროდ გამოთქმა, პუბლიკასთან მუშაობა და ა.შ. ეს, თავის მხრივ, სამეტყველო უნარებსაც კარგად განავითარებს და ა.შ. შეიძლება მშობელს ის მიზანიც ჰქონდეს, რომ დადებითი რეაქციები ბავშვს გაუზრდის თავდაჯერებულობას. ეს დადებითი მხარეები ჩვენ ისედაც ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს რისკები, რომელთა გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება სხვაზე უფრო ხუჭუჭა, სხვაზე უფრო საყვარელი ბავშვი, რომელიც მეტ ლაიქს დააგროვებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდატეხის ასაკში რომ მიუახლოვდება, ჰორმონალური და ვიზუალური ცვლილებები რაღაც-რაღაცებს შეაფერხებს, რაღაცებს გაართულებს. ამ დროს, თუ მისი მამოძრავებელი მოტივაცია იქნება სხვის თვალში კარგად გამოჩენა, ის დაკარგავს საკუთარ თავს. ბავშვს უნარები და მიდრეკილებები, ბუნებრივი ინტერესი, შინაგანი კონსტიტუცია შესაძლოა გვერდზე დარჩეს მხოლოდ იმის გამო, რომ შექმნილი დღის წესრიგი კარნახობს, მოვერგო ვიღაცის – მისი აუდიტორიის გემოვნებას“
მარიამ ელიაშვილი
„სოციალური ქსელი ბავშვებმა ინფორმაციის მოსაძიებლად, სასწავლად უნდა გამოიყენონ და არა შემოსავლის მისაღებად. ბავშვისთვის ინფლუენსერობა და თანხის გამომუშავებაზე ზრუნვა ნაადრევი, ნაკლებად საჭირო აქტივობაა. სჯობს ბავშვებს თამაშის, სწავლის და ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს" ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები