ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ პუტინი: უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია - ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთ

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა. მისი განცხადებით, რუსეთი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას თავიდანვე ემხრობოდა, თუმცა უკრაინამ შეთანხმებაზე უარი თქვა.

ვლადიმერ პუტინი: უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია - ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთ
ვლადიმერ პუტინი: უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია - ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთრუსთავი 2

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის მოსაგვარებლად და მათთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

"ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ამ რთული, კომპლექსური სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად, იმ გაგებით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ახლო ერია, გესმით“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტს უკრაინაზე საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. პუტინის თქმით, მათ ყველაფერზე შეუძლიათ შეთანხმება.

"რა უნდა ვთქვათ, უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია. კარგი, ზოგიერთს სურს სხვაგვარად იფიქროს. კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, ასე განვითარდა რუსეთის ისტორია და ეს არის დღევანდელი რეალობა. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთ", - აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავიდანვე მხარს უჭერდა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

"2014 წელს უკვე ვსაუბრობდით ამაზე: მოდით, დაგეხმარებით, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ მაშინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებთან. მაგრამ არა - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქვემეხები და თვითმფრინავები გამოიყენეს, ფაქტობრივად, ომი გააჩაღეს. შემდეგ მინსკის შეთანხმებები იყო. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობდით, მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ უკრაინის იმ ნაწილთან, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა. მაგრამ არა - ამაზე უარი თქვეს.

დონბასში ხალხის დასაცავად ჩვენი მოქმედებების დაწყებამდე, მათ მაშინაც ვუთხარით: მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე, შევთანხმდეთ. მაგრამ არა - ვიომებთო. კი ბატონო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ამ რთული, კომპლექსური სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად, იმ გაგებით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ახლო ერია, გესმით“
„რა უნდა ვთქვათ, უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია. კარგი, ზოგიერთს სურს სხვაგვარად იფიქროს. კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, ასე განვითარდა რუსეთის ისტორია და ეს არის დღევანდელი რეალობა. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი, სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება - პუტინიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები