პარიზთან მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
პარიზის დასავლეთით მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ქალაქ ტრაპის მერის, ალი რაბეს განცხადებით, მამაკაცი ავტომობილიდან განურჩევლად ისროდა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწყობას აპირებდა; ეჭვმიტანილი დაკავებულია.

პარიზის დასავლეთით, იველინის დეპარტამენტში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე, სებასტიან ლეკორნუზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
იველინის დეპარტამენტის ქალაქ ტრაპის მერმა ალი რაბემ მედიას განუცხადა, რომ მამაკაცმა ავტომობილიდან ცეცხლი გახსნა და „როგორც ჩანდა, განურჩევლად ისროდა და, სავარაუდოდ, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწყობას აპირებდა“.
მისი თქმით, დაშავებულთა შორისაა 12 წლის მოზარდიც.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მოტივი ჰქონდა ეჭვმიტანილს.
„ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა აცხადებს, რომ ვითარებას აკვირდება“, - განაცხადა ლეკორნუმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„როგორც ჩანდა, განურჩევლად ისროდა და, სავარაუდოდ, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწყობას აპირებდა“
„ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა აცხადებს, რომ ვითარებას აკვირდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…