ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი – ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ სააკაშვილი და ყველა სხვა „ნაცი“ საკუთარი პატრონების სამსახურში არიან და მზად არიან, ანტისახელმწიფოებრივ დავალებას მოაწერონ ხელი

საქართველოს პარლამენტი

რატი იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილი განდიდების მანიითაა შეპყრობილი, საკუთარი პატრონების სამსახურშია და მზადაა ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს მოაწეროს ხელი. დეპუტატის მტკიცებით, იგი მასშტაბური დამნაშავეა, რის გამოც არაერთ საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული.

რატი იონათამიშვილი – ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ სააკაშვილი და ყველა სხვა „ნაცი“ საკუთარი პატრონების სამსახურში არიან და მზად არიან, ანტისახელმწიფოებრივ დავალებას მოაწერონ ხელი
რატი იონათამიშვილი – ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ სააკაშვილი და ყველა სხვა „ნაცი“ საკუთარი პატრონების სამსახურში არიან და მზად არიან, ანტისახელმწიფოებრივ დავალებას მოაწერონ ხელიპირველი არხი

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი შეპყრობილია განდიდების მანიით და ამ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ მის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეს ადამიანი არის მასშტაბური დამნაშავე, რომელიც ყველაზე უზნეო და ამორალურ დანაშაულსაც კი ჩადიოდა და ამიტომაცაა, რომ არაერთ საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული.

„ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ ვის გარშემო ტრიალებს და ვინ როგორ ტრიალებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სინამდვილეში ერთ კანტორას წარმოადგენენ. ამ კანტორაში ყველაზე მთავარი სააკაშვილია, როგორც კანტორის უფროსი. ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ სააკაშვილიდან დაწყებული, ყველა სხვა „ნაცით“ დამთავრებული, ეს ადამიანები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი პატრონების სამსახურში. ეს ადამიანები მზად არიან, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ დავალებას მოაწერონ ხელი. ამაზე დიდი უბედურება რაღა დაემართებათ. ამიტომაც არიან, რომ ისინი განადგურებული არიან ქართული საზოგადოების წინაშე, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი – საქართველო არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველში აგენტურული ჯგუფები რჩებოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები