გალელებს აფხაზური გვარების დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ – კონსტანტინ ფილია
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას განცხადებით, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც გალელებისთვის აფხაზური ავთენტური გვარების ნებაყოფლობით დაბრუნებას ითვალისწინებს, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას განცხადებით, გალელებისთვის აფხაზური ავთენტური გვარების დაბრუნების შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი, თუმცა, პირველი მოსმენით განხილვაზე ჯერ არ გაუტანიათ.
„მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატას და მის წევრებს, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს. გაიმართა შეხვედრები და კონფერენციები. შედეგად, დღეს უკვე არსებობს ინიციატივა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ნებაყოფლობით მიმართონ შესაბამის უწყებებს ავთენტური აფხაზური გვარის დასაბრუნებლად. მაგალითად, ტარბაიას (თარბაია) ნაცვლად, ტარბას გვარის მისაღებად“, – განაცხადა ფილიამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
მისი თქმით, კანონპროექტმა საპარლამენტო კომიტეტების განხილვები გაიარა და პირველივე პლენარულ სხდომაზე უნდა წარედგინათ, თუმცა ჯერჯერობით საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ შეუტანიათ.
ფილიას განცხადებით, ინიციატივის მოწინააღმდეგეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზური გვარის დაბრუნება ადამიანს სრულფასოვან აფხაზად ვერ აქცევს. თავად ის ინიციატივას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ გალის რაიონში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
„თუ ადამიანი აქ იბადება, აქ დადის საბავშვო ბაღში და ამთავრებს ჩვენს სკოლას, მისი ეროვნების მიუხედავად, ვალდებული ვართ, ისინი მოქალაქეებად ვაქციოთ. ისინი ჩვენი შვილები არიან. აქ 19 სკოლა და შვიდი საბავშვო ბაღია. რა თქმა უნდა, ამისთვის გარკვეული პირობების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. მე რომ ვიცოდე, ჩემი შვილი აქ სრულფასოვანი მოქალაქე ვერ გახდებოდა, წავიყვანდი იქ, სადაც მას სრულფასოვან მოქალაქედ მიიღებდნენ“, – განაცხადა ფილიამ.
გალის რაიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური გვარების დაბრუნების საკითხი აფხაზური პასპორტებისა და ეროვნული კუთვნილების აღიარების პოლიტიკას უკავშირდება. 2022 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც აფხაზური ეროვნული კუთვნილების „აღდგენის“ მექანიზმს ითვალისწინებდა. ამ პროცესს გალის ქართველების მიმართაც განიხილავდნენ, რადგან აფხაზური გვარის მიღება პასპორტის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული. 2023 წლის დეკემბერში დე ფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ისტორიული მოვლენების შედეგად აფხაზური ეროვნული კუთვნილებადაკარგული ეთნიკური აფხაზების შთამომავლებს გვარისა და ეროვნული კუთვნილების აღდგენის შესაძლებლობას აძლევდა.
2026 წლის ივლისში კი დე ფაქტო პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა განიხილა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ უფლების გავრცელებას აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებზე, რომლებიც ეთნიკურ აფხაზებად (აბაზებად) მიიჩნევიან, ან იმ პირთა პირდაპირ შთამომავლებზე ითვალისწინებს, რომლებმაც, ინიციატივის ავტორების მტკიცებით, XIX–XX საუკუნეებში აფხაზური ეროვნული კუთვნილება დაკარგეს.
კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის რეკომენდაცია გასცა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2025 წლის კვლევა, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეყრდნობა, გვარების შეცვლისა და პასპორტიზაციის პრაქტიკასაც განიხილავს და აღწერს, როგორ უკავშირდება ეს საკითხები მოსახლეობის უფლებებსა და დოკუმენტების მიღებას.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატას და მის წევრებს, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს. გაიმართა შეხვედრები და კონფერენციები. შედეგად, დღეს უკვე არსებობს ინიციატივა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ნებაყოფლობით მიმართონ შესაბამის უწყებებს ავთენტური აფხაზური გვარის დასაბრუნებლად. მაგალითად, ტარბაიას (თარბაია) ნაცვლად, ტარბას გვარის მისაღებად“
„თუ ადამიანი აქ იბადება, აქ დადის საბავშვო ბაღში და ამთავრებს ჩვენს სკოლას, მისი ეროვნების მიუხედავად, ვალდებული ვართ, ისინი მოქალაქეებად ვაქციოთ. ისინი ჩვენი შვილები არიან. აქ 19 სკოლა და შვიდი საბავშვო ბაღია. რა თქმა უნდა, ამისთვის გარკვეული პირობების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. მე რომ ვიცოდე, ჩემი შვილი აქ სრულფასოვანი მოქალაქე ვერ გახდებოდა, წავიყვანდი იქ, სადაც მას სრულფასოვან მოქალაქედ მიიღებდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…