თენგიზ შარმანაშვილი: “სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, – მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემ გარშემო გაერთიანდეთო; ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე”
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი იმის ლუსტრაციაა, რომ ოპოზიცია დამოუკიდებელი არ არის და საკუთარ გადაწყვეტილებებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ „პატრონებთან“ ათანხმებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუკ-სტატუსს” გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია “second-hand” ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი “ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა”.
„წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში, ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, – ასე არ არის და გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთო. პირდაპირ არის მექანიზმი აღწერილი.
მიდიან პატრონებთან, პატრონები ეუბნებიან რაღაცას, – მოდი, ასე კი არაა, ისე გააკეთეთო. ესენი ეკამათებიან იმათ და უმტკიცებენ, – ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ და მოდით, ის კი არ დაგვავალოთ, სხვა რამე დაგვავალეთო. პირდაპირ, ნათლად აჩვენებენ, საიდან მოდის ეს გადაწყვეტილებები, ვისთან და როგორ არკვევენ.
ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს ვარკვევთ ჩვენს ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან და ესენი მიდიან და არკვევენ და ეკამათებიან თავიანთ პატრონებს. ეკამათებიან კარგი გაგებით, რომ დაანახონ: “უკეთესი გადაწყვეტილება დაგვავალეთ, ასე უფრო გვირჩევნია”. ისინი არიან მათი პატრონები და იმათთან აქვთ ურთიერთობა. ეს ნათლად აჩვენა სააკაშვილმა.
სააკაშვილი რას ეუბნება ამ პოსტში?! – დაუჯერეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ გეუბნებათ ამას, რომ ჩემ გარშემო უნდა გაერთიანდეთ. იმას კი არ ამტკიცებს, რომ მე მაქვს ძალა, მე მაქვს ისეთი მოსაზრებები, გეგმები, რომ ჩემ გარშემო გაერთიანდეთ, იმათ დაუჯერეთო; აი, ისინი რომ გეუბნებიან, ჩვენი პატრონები, იმათ მოუსმინეთო. ეს პირდაპირი ლუსტრაციაა იმისა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქმე აინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ეგოიზმი მას იმთავითვე ჰქონდა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!
- იმედინიუსითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!
- POSTVთენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის შესახებ: “თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!”
- იმედინიუსითენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
- რუსთავი 2თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემ გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
ციტატები სტატიიდან
„ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…