არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, გარე პატრონებისგან დავალებით”
არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ერთი ხელიდან იმართება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გარე პატრონების დავალებით იბრძვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.
„გუშინ, მაგალითად, ჯაფარიძემ, „ლელოს“ თავჯდომარემ, ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ხუთი პარტია არსად არ აკრძალულა, მაგრამ სამი აკრძალულა; ესე იგი, რაოდენობრივად ითვლიან. რეალურად, ანტიკონსტიტუციური პარტიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, გარე პატრონებისგან დავალებით. მაგალითისთვის, აგერ, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ IRI-ის ორგანიზებით ისინი იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელებმა მოუწოდეს, რომ გაერთიანდნენ; რომ ზოგი შეთანხმდა, ზოგი – ვერ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილის, ამ ოდიოზური პიროვნების, “მაოხრებელი გზირის” გარშემო.
ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ, მთავარი ერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ყოველთვის შეეცდება, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხი”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით
- რუსთავი 2არჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" შედგება არა 1, 2 ან 3 პარტიისგან, არამედ ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიის ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, გარე პატრონებისგან დავალებით
ციტატები სტატიიდან
„გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ყოველთვის შეეცდება, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…