ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, უნებართვო რეკლამის განთავსებისა და არასათანადო რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგი დაიწყო
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო და არასათანადო რეკლამებზე მონიტორინგი დაიწყო: წესების დამრღვევი ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება. უწყების განცხადებით, უნებართვო ბანერები დემონტაჟდება, წარწერები კი აუცილებლად სახელმწიფო ენაზე უნდა განთავსდეს.
ბათუმში, მუნიციპალურმა ინსპექციამ, უნებართვო რეკლამის განთავსებისა და არასათანადო რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგი დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, რეაგირება ეტაპობრივად, ბათუმის მასშტაბით, ყველა ლოკაციაზე მოხდება და უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება. აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებით უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.
როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, გარე ვაჭრობის, რეკლამისა და ქალაქის იერსახის მონიტორინგის განყოფილების უფროსი, ზუკა თხილაიშვილი აცხადებს, რომ უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი მოხდება ყველა ლოკაციაზე.
"მონიტორინგი ყველა ლოკაციაზე მოხდება და ასევე უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება. აბრაზე წარწერა გამოსახული უნდა იყოს სახელწმიფო ენაზე, სურვილისამებრ უცხოურ ენაზე. უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერები, დადგენილი წესის დარღვევით: ფიზიკური პირი 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება", - აცხადებს ზუკა თხილაიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…