გორდულაძის თქმით, პარტიებს, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ, "ერთ და იგივე ზნე" აქვთ
„ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ, ერთი ზნე და იდეოლოგიური ერთობა აქვთ, რის გამოც ერთი სარჩელით სამართლდებიან. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და განხილვები დაჩქარებული წესით გაგრძელდება.

"ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ პარტიებს, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ, "ერთ და იგივე ზნე" აქვთ და ამიტომ სამართლდებიან ერთი სარჩელით.
"მათ იდეოლოგიური ერთობა აქვთ" - ირწმუნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე მედიასთან გორდულაძე.
ისინი დღიდან თავიანთი ჩამოყალიბებისა, სულ არიან ერთად, იდეოლოგიური ერთობა აქვთ. თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან - მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში, ბოიკოტში, არჩვენების არ აღიარებაში, მათ შორის გახარიელებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში.
მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომაც ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები ერთად სამართლდებიან", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ციტატები სტატიიდან
„მათ იდეოლოგიური ერთობა აქვთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…