"განსახლების ლოდინით დაღლილ ადამიანებს, არ სჯერათ, რომ მათი რიგი დადგება" - რა რისკები ახლავს 10 000-ლარიან კომპენსაციებს?
მკვლევარ ელიკო ბენდელიანის განცხადებით, დევნილებისთვის შეთავაზებული 10 000-ლარიანი კომპენსაცია ბინის შესაძენად მიზერულია და მოწყვლად ოჯახებს საცხოვრებლის გარეშე დატოვების რისკს უქმნის. მისი შეფასებით, განსახლების ნელი ტემპისა და გაურკვევლობის გამო ადამიანები იძულებულნი ხდებიან თანხა ყოველდღიურ საჭიროებებზე დახარჯონ.

მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ელიკო ბენდელიანი მიიჩნევს, რომ დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა მათი ძირითადი საჭიროების მოგვარებას და ღირსეულ განსახლებას ვერ უზრუნველყოფს. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, შეთავაზებული 10 000 ლარი არასაკმარისია საცხოვრებლის შესაძენად და ეს თანხა დევნილთა უმეტესობისთვის ყოველდღიურ საჭიროებებს მოხმარდება.
ელიკო ბენდელიანმა განსახლების პროცესის დაბალ ტემპზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
"ათობით და უფრო მეტი დევნილი გვიკავშირდება რჩევისთვის, ყველა ფიქრობს, რა უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, განსახლების პროცესი გრძელდება, გარკვეული პროგრამები ემატება და მშენებლობები მიმდინარეობს, ამას მივესალმებით, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ტემპები და მასშტაბები, სამწუხაროდ, არის ძალიან ნელი და ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წელია ელოდებიან განსახლებას, მათთვის რთულია კიდევ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. ბევრი იყო იმედგაცრუება ამ წლების მანძილზე, ყოველ წელს მოლოდინი, რომ წელს მოხდებოდა მათი განსახლება. ახლა თუნდაც ეს მიზერული თანხა, რომლითაც საცხოვრებლის შეძენა ალბათ შეუძლებელია, ბევრისთვის აღმოჩნდა საფიქრალი თემა, ხომ არ ჯობია, რომ აიღონ და რაღაცნაირად ყოველდღიური საჭიროებები მაინც მოიგვარონ. მე მგონია სახელწოდება კომპენსაცია არ არის სწორი, უფრო ერთჯერადი დახმარების ან რაღაცა სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს ალბათ იმიტომ, რომ ამ თანხით მგონია, რომ ვერც აფხაზეთში დატოვებული ქონების კომპენსირებას ვახდენთ და ბუნებრივია ვერც საცხოვრებლის შეძენას. ეს თანხა უფრო გათვლილი არის ჩემი აზრით, მათთვისაც ვინც უკვე აქვთ საცხოვრებელი, არ სჭირდება განსახლება და მათთვის შეიძლება ეს დამატებითი შემოსავალი იყოს.
ჩვენ ძალიან მრავალი ბევრი ფაქტი გვაქვს, როცა დევნილებმა თავის დროზე, მათ შორის 2000-იანი წლების დასაწყისში წინა ხელისუფლების დროსაც, მალევე ომის შემდეგაც აიღეს გარკვეული კომპენსაციები, რაც იყო საბაზრო უძრავ ქონებაზე დაბალი, ეს თანხა სხვადასხვა საჭიროებისთვის იქნა დახარჯული და ისინი დღეს ისევ კვლავ ითხოვენ განსახლებას და სამწუხაროდ დაკმაყოფილებულად ითვლებიან და ვერ იღებენ ვერანაირ დახმარებას.
ასევე არის ძალიან დიდი კატეგორია დევნილების, ვინც სახელმწიფოსთან დასთანხმდა, ლარად დაუმტკიცათ რაღაც ოთახები, სადაც შვიდი სული, რვა სული, 30 კვადრატში, ზოგიერთ შემთხვევაში 14-15 კვადრატში ცხოვრობდნენ, დღეს ეს ადამიანები განსახლებულად ითვლებიან და ვერანაირ კომპენსაციას ვერ დებენ. არა აქვს ალბათ მნიშვნელობა რომელ ხელისუფლების დროს ხდებოდა, რიგით დევნილისთვის, ხელისუფლება, რომ იცვლება, ეს არ უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ მათი მიმართ პოლიტიკა იცვლება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთი პოლიტიკა და იგივე წინა ხელისუფლების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უნდა აიღოს და არა რიგითმა დევნილმა. ანალოგიური რეალობის დამატებითი რისკი შეიძლება იყოს ეს თანხა, რადგან ვიცით, რომ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა უძრავი ქონების შესაძენად.
ბევრი ფიქრობს, რომ აიღოს, ბევრმა უკვე შეიტანა განცხადება, ამ თანხებს იღებენ ალბათ კიდევაც, მოიხმარენ ყოველდღიური საჭიროებისთვის და სამწუხაროდ ის პრობლემები, რა პრობლემებიც დევნილებს აქვთ, ისევ დარჩებათ და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს დევნილთა ღირსეული განსახლება, სამწუხაროდ, ეს არ ან ვერ მოხდება. ამიტომ თანხის გაცემაში თვითონ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს ნებაყოფლობითია და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ რაღაც აიღოს და არა აქვს საჭიროება იმის, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ ვუყურებთ ამას დევნილების პერსპექტივიდან ვიცით, ვინ არის დღეს მზად, რომ ეს თანხა აიღოს და სამწუხაროდ ეს არის ძალიან მოწყვლადი კატეგორია, ვისაც არანაირი შესაძლებლობა არა აქვს, რომ დაამატოს თანხა და შეიძინოს ისეთი საცხოვრებელი, სადაც ღირსეულად გააგრძელებენ ცხოვრებას",- ამბობს ელიკო ბენდელიანი.
ის ხაზს უსვამს დევნილთა საჭიროებების განსაზღვრის და სახელმწიფოს პოლიტიკაში მეტი სიცხადის შეტანის აუცილებლობას. ელიკო ბენდელიანი ყველაზე დიდი პრობლემად იმას ასახელებს, რომ დევნილებმა არ იციან, მიიღებენ თუ არა საცხოვრებელს მომავალში ან რა ვადებში მოხდება ეს.
"როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ საჭიროებების კვლევით და ზუსტად ვიცოდეთ, რომელ დევნილ ოჯახს რა საჭიროება აქვს. თუ დევნილთა ნაწილისთვის განსახლება არ არის მთავარი პრიორიტეტი და სხვა პრიორიტეტები აქვთ და მათ უპასუხებს სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა.
ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის გაურკვევლობა, დევნილებმა არ იციან, თუ დღეს არ მიიღებენ, საერთოდ ოდესმე მიიღებენ თუ არა რამე სხვას, სწორედ ამიტომ ვერ იღებენ გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებას. დევნილმა ოჯახებმა რომ იცოდნენ, შესაძლებელია თუ არა მათი განსახლება და რამდენ ხანში, უკვე მიიღებდნენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამ მოლოდინით დაღლილ ადამიანებს არ სჯერათ სამწუხაროდ იმის, რომ მათი რიგი დადგება.
თუ შევხედავთ ვინ განსახლდა, სამწუხაროდ, ნახავთ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს იყვნენ ერთი და იგივე ოჯახის წევრები და ისეთი ადამიანები, მათ შორის, ვისაც შეიძლება ნაკლებად სჭირდებათ განსახლება და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები დღემდე ელოდებიან განსახლების პროცესს",- ამბობს მკვლევარი.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.
ციტატები სტატიიდან
„ათობით და უფრო მეტი დევნილი გვიკავშირდება რჩევისთვის, ყველა ფიქრობს, რა უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, განსახლების პროცესი გრძელდება, გარკვეული პროგრამები ემატება და მშენებლობები მიმდინარეობს, ამას მივესალმებით, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ტემპები და მასშტაბები, სამწუხაროდ, არის ძალიან ნელი და ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წელია ელოდებიან განსახლებას, მათთვის რთულია კიდევ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. ბევრი იყო იმედგაცრუება ამ წლების მანძილზე, ყოველ წელს მოლოდინი, რომ წელს მოხდებოდა მათი განსახლება. ახლა თუნდაც ეს მიზერული თანხა, რომლითაც საცხოვრებლის შეძენა ალბათ შეუძლებელია, ბევრისთვის აღმოჩნდა საფიქრალი თემა, ხომ არ ჯობია, რომ აიღონ და რაღაცნაირად ყოველდღიური საჭიროებები მაინც მოიგვარონ. მე მგონია სახელწოდება კომპენსაცია არ არის სწორი, უფრო ერთჯერადი დახმარების ან რაღაცა სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს ალბათ იმიტომ, რომ ამ თანხით მგონია, რომ ვერც აფხაზეთში დატოვებული ქონების კომპენსირებას ვახდენთ და ბუნებრივია ვერც საცხოვრებლის შეძენას. ეს თანხა უფრო გათვლილი არის ჩემი აზრით, მათთვისაც ვინც უკვე აქვთ საცხოვრებელი, არ სჭირდება განსახლება და მათთვის შეიძლება ეს დამატებითი შემოსავალი იყოს. ჩვენ ძალიან მრავალი ბევრი ფაქტი გვაქვს, როცა დევნილებმა თავის დროზე, მათ შორის 2000-იანი წლების დასაწყისში წინა ხელისუფლების დროსაც, მალევე ომის შემდეგაც აიღეს გარკვეული კომპენსაციები, რაც იყო საბაზრო უძრავ ქონებაზე დაბალი, ეს თანხა სხვადასხვა საჭიროებისთვის იქნა დახარჯული და ისინი დღეს ისევ კვლავ ითხოვენ განსახლებას და სამწუხაროდ დაკმაყოფილებულად ითვლებიან და ვერ იღებენ ვერანაირ დახმარებას. ასევე არის ძალიან დიდი კატეგორია დევნილების, ვინც სახელმწიფოსთან დასთანხმდა, ლარად დაუმტკიცათ რაღაც ოთახები, სადაც შვიდი სული, რვა სული, 30 კვადრატში, ზოგიერთ შემთხვევაში 14-15 კვადრატში ცხოვრობდნენ, დღეს ეს ადამიანები განსახლებულად ითვლებიან და ვერანაირ კომპენსაციას ვერ დებენ. არა აქვს ალბათ მნიშვნელობა რომელ ხელისუფლების დროს ხდებოდა, რიგით დევნილისთვის, ხელისუფლება, რომ იცვლება, ეს არ უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ მათი მიმართ პოლიტიკა იცვლება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთი პოლიტიკა და იგივე წინა ხელისუფლების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უნდა აიღოს და არა რიგითმა დევნილმა. ანალოგიური რეალობის დამატებითი რისკი შეიძლება იყოს ეს თანხა, რადგან ვიცით, რომ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა უძრავი ქონების შესაძენად. ბევრი ფიქრობს, რომ აიღოს, ბევრმა უკვე შეიტანა განცხადება, ამ თანხებს იღებენ ალბათ კიდევაც, მოიხმარენ ყოველდღიური საჭიროებისთვის და სამწუხაროდ ის პრობლემები, რა პრობლემებიც დევნილებს აქვთ, ისევ დარჩებათ და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს დევნილთა ღირსეული განსახლება, სამწუხაროდ, ეს არ ან ვერ მოხდება. ამიტომ თანხის გაცემაში თვითონ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს ნებაყოფლობითია და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ რაღაც აიღოს და არა აქვს საჭიროება იმის, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ ვუყურებთ ამას დევნილების პერსპექტივიდან ვიცით, ვინ არის დღეს მზად, რომ ეს თანხა აიღოს და სამწუხაროდ ეს არის ძალიან მოწყვლადი კატეგორია, ვისაც არანაირი შესაძლებლობა არა აქვს, რომ დაამატოს თანხა და შეიძინოს ისეთი საცხოვრებელი, სადაც ღირსეულად გააგრძელებენ ცხოვრებას“
„როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ საჭიროებების კვლევით და ზუსტად ვიცოდეთ, რომელ დევნილ ოჯახს რა საჭიროება აქვს. თუ დევნილთა ნაწილისთვის განსახლება არ არის მთავარი პრიორიტეტი და სხვა პრიორიტეტები აქვთ და მათ უპასუხებს სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის გაურკვევლობა, დევნილებმა არ იციან, თუ დღეს არ მიიღებენ, საერთოდ ოდესმე მიიღებენ თუ არა რამე სხვას, სწორედ ამიტომ ვერ იღებენ გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებას. დევნილმა ოჯახებმა რომ იცოდნენ, შესაძლებელია თუ არა მათი განსახლება და რამდენ ხანში, უკვე მიიღებდნენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამ მოლოდინით დაღლილ ადამიანებს არ სჯერათ სამწუხაროდ იმის, რომ მათი რიგი დადგება. თუ შევხედავთ ვინ განსახლდა, სამწუხაროდ, ნახავთ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს იყვნენ ერთი და იგივე ოჯახის წევრები და ისეთი ადამიანები, მათ შორის, ვისაც შეიძლება ნაკლებად სჭირდებათ განსახლება და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები დღემდე ელოდებიან განსახლების პროცესს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…