ირაკლი კობახიძე – შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო შეუერთდა სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მისი თქმით, ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო პარტნიორობას ევროპელ კოლეგებთან და ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჩვენ შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ჩვენ ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც არის მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძემ, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
- რუსთავი 2საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
- იმედინიუსისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
- POSTVპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძემ, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
ციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ჩვენ ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც არის მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…