„რატომ ვართ ერთად“ – 24 ოქტომბერს ბათუმში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება
24 ოქტომბერს ბათუმში, „კავეა გრანდ მოლში“, ილო ღლონტის ფილმის – „რატომ ვართ ერთად“ – უფასო ჩვენება და დისკუსია გაიმართება, რომელიც მოზარდთა სოციალურ გამოწვევებსა და ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება.

24 ოქტომბერს, შაბათს, ბათუმში, „კავეა გრანდ მოლში“ გაიმართება ილო ღლონტის ფილმის – „რატომ ვართ ერთად“ – ჩვენება და დისკუსია ფილმის ავტორთან.
ჩვენება 17 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ფილმი ეხება მოზარდთა სოციალურ გამოწვევებს, გარემოს გავლენასა და ურთიერთობებს, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრების გზას განსაზღვრავს. ჩვენების შემდეგ რეჟისორთან ერთად მაყურებლები იმსჯელებენ ფილმში წამოჭრილ საკითხებსა და ხელოვნების როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.
ჩვენების ორგანიზატორია „შემოქმედებითი ხმები ბავშვთა უფლებებისთვის“.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (European Union in Georgia) მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF Georgia) და TIFL Education-ის მიერ, დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით.
მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29, Cavea Grand Mall, კინოდარბაზი N4.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…