იოსებ ჯორბენაძე: ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ
დეპუტატ იოსებ ჯორბენაძის განცხადებით, მმართველი პარტიის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური ველის იმ სუბიექტებისგან გასაწმენდად შეიქმნა, რომლებიც 14 წელია ქვეყანაში დესტრუქციას ეწევიან. იგი იმედოვნებს, რომ სასამართლო სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ჯორბენაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. ამ თემაზე დეპუტატმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს. ის ასევე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ. მოგეხსენებათ, რომ ეს პარტიები ძირითად ნაწილში ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობენ, პარლამენტის საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, ერთი წლის შემდეგ. თვალნათელია რატომ მოხდა ასე, იმიტომ რომ გარე ძალების დავალებით ბევრს ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის იმედი და როდესაც ეს არ გამოვიდა, გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა ჩვენმა კოლეგებმა. ეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დემოკრატიული, სუვერენული განვითარება პოვოს ჩვენმა სახელმწიფომ, მათ შორის საგარეო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, შევქმენით ეს პრეცედენტი და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმალური ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით გამოიტანს საბოლოო განაჩენს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ. მოგეხსენებათ, რომ ეს პარტიები ძირითად ნაწილში ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობენ, პარლამენტის საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, ერთი წლის შემდეგ. თვალნათელია რატომ მოხდა ასე, იმიტომ რომ გარე ძალების დავალებით ბევრს ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის იმედი და როდესაც ეს არ გამოვიდა, გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა ჩვენმა კოლეგებმა. ეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დემოკრატიული, სუვერენული განვითარება პოვოს ჩვენმა სახელმწიფომ, მათ შორის საგარეო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, შევქმენით ეს პრეცედენტი და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმალური ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით გამოიტანს საბოლოო განაჩენს ამ საქმესთან დაკავშირებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…