გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება თბილისის შემოგარენის, დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების აბონენტების ნაწილს.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - ცამეტი ასურელი მამის, მაყაშვილის, შეყლაშვილის, თინათინის ქუჩებზე, ჩალიპირების ტერიტორიაზე. 11:00-დან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფელ გლდანში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.
13:30-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თხინვალა, ქვემო ლისი, მუხათწყარო. ამის შესახებ ინფორმაციას, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, კოშკასყელი, ბულაჩაური, შუაფხო, დათვისი, უძილაურთა, გოგოლაურთა, მაღაროსკარი და მიმდებარე სოფლებში.
14:00-დან 20:00 საათამდე - აბონენტებს გუდაურში, ქუმლისციხეში, ქვეშეთში, სეთურნში.
16:55-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - ფასანაური, ჭართალი, მენესო, დოლასქედი, კიტოხი, წითლიანა, წიფორი და მიმდებარე სოფლებში.
10:00-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, წილკანი, წეროვანი, ახალუბანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი, მისაქციელი. 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ბაქაქურები, ვარდისუბანი, არმაზი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარბანი, სიონი, არშა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - წერია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…