ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი განახორციელა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოში ინვენტარიზაციის შედეგად მონაცემები 447 ძეგლზე განაახლა, ხოლო ბაზას 190 ახალი ობიექტი შემატა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი განახორციელა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი განახორციელარუსთავი 2

საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტიპოლოგიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოში მდებარეობის გათვალისწინებით საპილოტე მუნიციპალიტეტად საგარეჯო შეირჩა.

პროექტის მიზანია არსებული სააღრიცხვო მონაცემების გადამოწმება და განახლება, ძეგლების ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და კომპლექსური ძეგლებისთვის საზღვრების დადგენა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მონაცემები განახლდა 447 ობიექტსა და ძეგლზე, გამოვლინდა და მონაცემთა ბაზას დაემატა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული 190 ახალი ობიექტი, ხოლო 110 ობიექტისა და ძეგლის ადგილმდებარეობის კოორდინატები დაზუსტდა.

პროექტის ფარგლებში შეგროვებული და განახლებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მართვას, ხოლო მონაცემები გამოყენებული იქნება სახელმწიფო რეესტრისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების პლატფორმის (NSDI) განახლებისთვის.

2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია ინვენტარიზაცია-რეინვენტარიზაციის მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც მომავალში ანალოგიური სამუშაოების განხორციელების გზამკვლევი იქნება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები