ავტობანზე ავარია მოხდა - არიან დაშავებულები
ხაშურის სიახლოვეს, ავტობანზე ტრაილერი სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ქართლის ამბები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს.
მედიის თანახმად, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…