ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კვლევა: ჩაი სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს🫖

ახალი კვლევის თანახმად, ჩაის რეგულარული მიღება სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 11.2%-ით, ხოლო იშემიური ინსულტის რისკს 36.6%-ით ამცირებს, თუმცა ძალიან ცხელი ჩაის სმა დაავადებათა რისკს 16%-ით ზრდის.

კვლევა: ჩაი სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს🫖
კვლევა: ჩაი სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს🫖იმედინიუსი

ჩაის რეგულარული მოხმარება სისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის) რისკის შემცირებასთან არის დაკავშირებული, - ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალში Journal of Internal Medicine გამოქვეყნდა.

მეცნიერები ჩინეთში თითქმის 500 000 ადამიანს საშუალოდ 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ - ინიშნავდნენ ჩაის მოხმარების სიხშირესა და ამ პერიოდში განვითარებულ დაავადებებს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ჩაის რეგულარულად (კვირაში სულ მცირე სამჯერ) სვამენ, სისხლძარღვთა დაავადებების საერთო რისკი 11.2%-ით დაბალი იყო. ყველაზე ძლიერი კავშირი იშემიურ ინსულტთან დაფიქსირდა - რისკის 36.6%-იანი შემცირება, რასაც მოჰყვა ცერებროვასკულარული (ტვინის სისხლძარღვოვანი) სხვა დაავადებები 19.1%-იანი შემცირებით.

ჩაის ბიოაქტიურ ნივთიერებებს (მათ შორის პოლიფენოლებსა და ფლავონოიდებს) ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ენდოთელიუმის დამცავი თვისებები აქვს. ეს თვისებები ეხმარება სისხლძარღვების შიდა გარსის მთლიანობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას. კვლევის თანახმად, ყოველივე ამას სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში შეაქვს წვლილი.

ამასთან, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დამცავი ეფექტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ ზუსტად როგორ ამზადებდნენ და მოიხმარდნენ ჩაის. მონაწილეთა შორის საშუალო მოხმარება დღეში ორ-სამ ჭიქას შეადგენდა, თუმცა ყველაზე დაბალი რისკი მათთან დაფიქსირდა, ვინც ყოველდღიურად ექვსიდან რვა ჭიქამდე ჩაის სვამდა.

სისხლძარღვთა დაავადებებთან მიმართებით ყველაზე ძლიერი და სტაბილური დამცავი კავშირი შავმა ჩაიმ აჩვენა, რასაც მწვანე ჩაი მოჰყვა. მეცნიერები ამას ფერმენტაციის პროცესში წარმოქმნილი ნაერთებით ხსნიან, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ლიპიდების ნორმალიზების თვისებები აქვთ.

მნიშვნელობა ჰქონდა სასმელის ტემპერატურასა და სიძლიერესაც. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოპტიმალური კომბინაცია საშუალო სიძლიერის, არაცხელი ჩაი იყო.

მოულოდნელად, ძალიან ცხელი ჩაი საპირისპირო ეფექტთან აღმოჩნდა დაკავშირებული - სისხლძარღვთა დაავადებების რისკის 16%-იან ზრდასთან. მანამდე ძალიან ცხელ სასმელებს საყლაპავის კიბოს განვითარების მაღალ რისკსაც უკავშირებდნენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ შედეგების მიუხედავად, მხოლოდ ჩაის არ შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაცვა: ის განხილული უნდა იყოს, როგორც ზოგადი ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და პროფილაქტიკის უკვე შემოწმებული სტრატეგიების დანამატი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელაწაიკითხე

უახლესი ამბები