დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩავიდა, რადგან მისი თქმით, „ფეხბურთი ვერავის იხსნის“.

"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა და ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელმა დანი ალვეშმა არგენტინაში ვიზიტის რელიგიურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ალვეში სალტაში საქველმოქმედო ფუტსალის მატჩში მონაწილეობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ არგენტინაში რელიგიური მისიით ჩავიდა და ქვეყნის მოსახლეობისთვის ქრისტეს შესახებ ქადაგებას აპირებს.
"მთელ არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფეხბურთო ქვეყანაა, ვფიქრობ, დროა, მიმართულება შევცვალოთ, რადგან ფეხბურთი ვერავის იხსნის.
არგენტინელ ხალხთან ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედით. ჩვენი მისია ეჭვგარეშეა", - განაცხადა ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში 2022 წლის დეკემბერში, ბარსელონას ღამის კლუბის საპირფარეშოში ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 2024 წლის თებერვალში მას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2025 წლის მარტში კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და ალვეში გაამართლა.
ციტატები სტატიიდან
„მთელ არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფეხბურთო ქვეყანაა, ვფიქრობ, დროა, მიმართულება შევცვალოთ, რადგან ფეხბურთი ვერავის იხსნის. არგენტინელ ხალხთან ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედით. ჩვენი მისია ეჭვგარეშეა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…