“პირველად მანდ დამაერორა” – რა მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში
ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თავაზიანობით გამოწვეულ გაოცებაზე წერს და აღნიშნავს, რომ ისეთ დღეში ვართ, უკვე ტრივიალური ზრდილობაც კი გვიკვირს.

ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:
ბათუმის საკონსტიტუციოს მანდატურმა მობრძანდით ბატონოო, რომ მითხრა და თავი დამიკრა, პირველად მანდ დამაერორა და მერე შესვენებაზე გამოსულს, წყალი ხომ არ გნებავთ, აგერაა დისპანსერიო რომ მითხრა გიჟივით შევაჩერდი, ხომ არ დამცინის მეთქი.
მერე მოვუბოდიშე – ფორმიანი თავაზიანი ადამიანი ბოლოს როდის ვნახე, აღარ მახსოვს მეთქი.
ისე დღეში ვართ, და უკვე ისეთი ტრივიალური რაღაცები გვიკვირს, მგონი ყველანი ბედნიერები ვიქნებით ზრდილობიანი პოლიციელები თუ დაგვაპატიმრებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…