ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატინ იონათამიშვილი – ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს პროცესებში ჩაერიონ, ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ილაშქრებენ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

რატი იონათამიშვილი „ალდეს“ საქართველოს სუვერენიტეტსა და სასამართლო პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც ევროპულმა გაერთიანებამ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე შეშფოთება გამოთქვა.

რატინ იონათამიშვილი – ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს პროცესებში ჩაერიონ, ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ილაშქრებენ
რატინ იონათამიშვილი – ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს პროცესებში ჩაერიონ, ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ილაშქრებენპირველი არხი

ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებსა და პროცესებში ჩაერიონ. ისინი ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ პირდაპირ ილაშქრებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანია, ევრობიუროკრატები ორმაგ სახეს და ორმაგ სტანდარტებს არიან ამოფარებულები.

„მსგავსი განცხადებები ძირს იმ ინსტიტუტების სანდოობას უთხრის, რომლებსაც თითქოსდა ისინი წარმოდგენენ. მით უმეტეს, როდესაც მთელი ეს პროცესი გამჭვირვალე, საჯაროა. საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს აკვირდება და მას სასამართლოსთან ერთად ის მანდატი აქვს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანოს. „ალდე“ ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას აერთიანებდა. დასამართლოზე მისი თავდასხმა გვახსოვს, მაგრამ მაშინ, „ალდე“-ს ეს ტერორისტული აქტი არც დაუგმია, არც შეუფასებია, არც გამიჯნია, რითაც პოლიტიკური ტერორიზმი წახალისდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად, საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი უფლება არ აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და საკონსტიტუციო პროცესებში ჩაერიონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას ეხმიანება, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ. როგორც „ალდეს“ განცხადებაშია ნათქვამი: „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსგავსი განცხადებები ძირს იმ ინსტიტუტების სანდოობას უთხრის, რომლებსაც თითქოსდა ისინი წარმოდგენენ. მით უმეტეს, როდესაც მთელი ეს პროცესი გამჭვირვალე, საჯაროა. საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს აკვირდება და მას სასამართლოსთან ერთად ის მანდატი აქვს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანოს. „ალდე“ ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას აერთიანებდა. დასამართლოზე მისი თავდასხმა გვახსოვს, მაგრამ მაშინ, „ალდე“-ს ეს ტერორისტული აქტი არც დაუგმია, არც შეუფასებია, არც გამიჯნია, რითაც პოლიტიკური ტერორიზმი წახალისდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად, საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი უფლება არ აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და საკონსტიტუციო პროცესებში ჩაერიონ“
რატი იონათამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ალდე“ – მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები