ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მსოფლიოს მასშტაბით დროებით გათიშული საიტების მუშაობა აღდგა

მსოფლიოში დროებით გათიშული ვებსაიტების მუშაობა აღდგა მას შემდეგ, რაც PHP Foundation-მა უსაფრთხოების განახლება გამოუშვა. მანამდე, PHP-ში აღმოჩენილი კრიტიკული ხარვეზის გამო, აშშ-ის, ბრიტანეთის, ავსტრალიის და ევროკავშირის რეკომენდაციით, უწყებებმა და ორგანიზაციებმა საიტები გათიშეს.

მსოფლიოს მასშტაბით დროებით გათიშული საიტების მუშაობა აღდგა
მსოფლიოს მასშტაბით დროებით გათიშული საიტების მუშაობა აღდგარადიო თავისუფლება

ევროპასა და აზიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ორგანიზაციის საიტები 21 ოქტომბერს გათიშეს მას შემდეგ, რაც ღია კოდის მქონე სერვერული პროგრამირების ენას, PHP-ს ორი კრიტიკული ხარვეზი აღმოუჩინეს.

PHP ვებსაიტებისა და აპლიკაციებისთვის გამოიყენება.

სერიოზული საფრთხე

PHP-ს კრიტიკული ხარვეზები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღმოუჩინეს კომპანიების, Calif-ის და Wiz-ის ექსპერტებმა.

ეს ხარვეზი (PHP2Shell) ქმნიდა ინტერნეტის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს. მათ შორის, ჰაკერებს აძლევდა სერვერებზე სრული კონტროლის მოპოვებისა და მონაცემთა ბაზების მოპარვისა და წაშლის შესაძლებლობას.

აშშ-ის სპეციალურმა სამსახურებმა გასცეს რეკომენდაცია, რომ თუ ორგანიზაციები სისტემების სასწრაფოდ განახლებას ვერ ახერხებდნენ, საიტები და სერვერები დროებით გაეთიშათ. ანალოგიური რეკომენდაციები გამოსცეს დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, იაპონიის და ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურებმა.

აღდგენის პროცესი

მსოფლიოს მასშტაბით ვებსაიტების მუშაობის აღდგენის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში PHP Foundation-მა, რომელიც სერვერული პროგრამირების ენის მხარდაჭერას და განვითარებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოების სისტემის განახლების გაშვება დაიწყო.

მანამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დროებით გათიშული იყო სახელმწიფო უწყებების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების საიტები.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდაწაიკითხე

უახლესი ამბები