ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა - Freedom House

ქართული ოცნება

Freedom House-ის ანგარიშით, საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიაში გადავიდა. ორგანიზაციის შეფასებით, მიზეზი ხელისუფლების მიერ ონლაინაქტივიზმისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული განცხადებების ჩახშობა გახდა.

საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა - Freedom House
საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა - Freedom HouseBM.GE

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიაში გადავიდა. ქვეყანა ამ სტატუსს 14 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებდა.

საქართველომ ინტერნეტის თავისუფლების შეფასებაში 100-დან 68 ქულა მიიღო და გლობალურ რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა 38 ქვეყანას შორის. 2025 წლის ანგარიშში საქართველოს 70 ქულა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველო ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად მიიჩნეოდა და „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა 2023 წლიდან შეფასება გაუარესდა და 2022 წელს არსებული 77 ქულა ეტაპობრივად შემცირდა.

"საქართველოს სტატუსი „თავისუფლიდან“ „ნაწილობრივ თავისუფალზე“ შეიცვალა, რადგან ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა ონლაინაქტივიზმისა და იმ განცხადებების ჩახშობას, რომლებიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ კრიტიკულად აღიქმებოდა",- წერია შეფასებაში.

ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლება გლობალურად ზედიზედ მე-16 წელია უარესდება.

„ინტერნეტის თავისუფლება 2026“ (Freedom on the Net 2026) ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიში აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობას, მათ შორის ონლაინგამოხატვის თავისუფლებას, ცენზურას, ინტერნეტზე წვდომასა და ციფრული უფლებების დაცვას. ის მოიცავს მსოფლიოს 6 რეგიონში მდებარე 38 ქვეყანას. ქვეყნები შეირჩა სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის პირობებში ინტერნეტის თავისუფლების გაუმჯობესებისა და გაუარესების ტენდენციების წარმოსაჩენად. თითოეულ ქვეყანას ენიჭება ქულა 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 ქულა ინტერნეტის თავისუფლების უმაღლეს, ხოლო 0 ქულა — ყველაზე დაბალ დონეს აღნიშნავს. მიღებული ქულა განსაზღვრავს ქვეყნის ინტერნეტის თავისუფლების სტატუსს:

თავისუფალი (FREE): 70–100 ქულა;

ნაწილობრივ თავისუფალი (PARTLY FREE): 40–69 ქულა;

არათავისუფალი (NOT FREE): 0–39 ქულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა – Freedom Houseწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები