ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტამბოლში ხორვატ კოლეგა დამირ ჰაბიიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა მართლმსაჯულებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, პენიტენციური რეფორმები და კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია განიხილეს.

პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შორის შეხვედრა სტამბოლში OECD-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა - მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვა, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს უწყების პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.

პაატა სალიამ დამირ ჰაბიიანს ინფორმაცია მიაწოდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზების გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იუსტიციის მინისტრმა სტამბოლში გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები