ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 3,4 მილიონი ლარის სამელიორაციო პროექტები დასრულდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში 3,4 მილიონი ლარის სამელიორაციო პროექტები დასრულდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს დალის მთის წყალსაცავის თითქმის 4-მილიონიანი რეაბილიტაცია და მორწყვის გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, რაც 425 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას მოემსახურება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 3,4 მილიონი ლარის სამელიორაციო პროექტები დასრულდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 3,4 მილიონი ლარის სამელიორაციო პროექტები დასრულდარუსთავი 2

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მექანიკური მორწყვის სატუმბი სადგურის მოდერნიზაცია და მისი შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. 2026 წელს განხორციელებული ორი პროექტის ჯამური ღირებულება 3,4 მილიონი ლარია. სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და საირიგაციო მომსახურების ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

მუნიციპალიტეტში სხვა სამელიორაციო პროექტებიც მიმდინარეობს. დალის მთის წყალსაცავზე წყალგამშვები და წყალსაგდები კოშკების რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი, რომლის ღირებულება 3 958 915 ლარია, კაშხლის დაზიანებული უბნის მოპირკეთებასა და კოშკებზე ელექტრომექანიკური მოწყობილობების დამონტაჟებას ითვალისწინებს. სამუშაოები ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

სოფელ ფიროსმანში ასევე დაიწყო მექანიკური მორწყვის სისტემების გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 4,4 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 425 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

კაპიტალური პროექტების პარალელურად, მუნიციპალიტეტში საექსპლუატაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა სამელიორაციო არხები და მილსადენები, მოწესრიგდა სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

"საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებს, რათა ფერმერები სამელიორაციო მომსახურებით უზრუნველყოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2026 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფა 11 591 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები