ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მთის ტრასების სააგენტო" საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო

„მთის ტრასების სააგენტომ“ და ფრანგულმა Grand Massif Domaines Skiables-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც კურორტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, უსაფრთხოებასა და თანამშრომელთა გადამზადებას ითვალისწინებს.

"მთის ტრასების სააგენტო" საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებს
"მთის ტრასების სააგენტო" საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებსრუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში "მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და "გრან მასიფის" გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს.

თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურორტების მართვის, ტექნიკური ოპერაციების, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და კომერციული საქმიანობის მიმართულებით. ამ მიზნით დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და თანამშრომელთა გადამზადება. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებასადა საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და საინტერესო ჩარჩოს. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, "გრან მასიფის" კურორტებზე სრიალი. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ჩვენი თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები", - განაცხადა ლევან დარსალიამ.

გრან მასიფი (Grand Massif) საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც ხუთ კურორტს - Flaine-ს, Les Carroz-ს, Morillon-ს, Samoëns-სა და Sixt-ს აერთიანებს.

"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს ოთხ მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და საინტერესო ჩარჩოს. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, "გრან მასიფის" კურორტებზე სრიალი. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ჩვენი თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები“
ლევან დარსალია
„კურორტებზე სრიალი. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ჩვენი თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები“
ლევან დარსალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და, ამავე დროს, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები