პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა და PISA-ს კვლევის შედეგებში მათ როლს გაუსვა ხაზი.

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა
რუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

მინისტრმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძე: „მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე – მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები