ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაერომ 1.5 გრადუსიანი დათბობის ზღვრის გადაჭარბებას გარდაუვალი პირველად უწოდა

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) პირველად განაცხადა, რომ მსოფლიო გლობალური დათბობის 1.5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნების მიზანს გარდაუვლად გადასცდება. ორგანიზაციის გათვლებით, მოქმედებების გარეშე ტემპერატურის ზრდის პიკმა შესაძლოა 2.8 გრადუსს მიაღწიოს.

გაერომ 1.5 გრადუსიანი დათბობის ზღვრის გადაჭარბებას გარდაუვალი პირველად უწოდა
გაერომ 1.5 გრადუსიანი დათბობის ზღვრის გადაჭარბებას გარდაუვალი პირველად უწოდაიმედინიუსი

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) კლიმატის შესახებ ანგარიში წარადგინა. მასში ორგანიზაციამ პირველად განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიო გარდაუვლად გადასცდება გლობალური დათბობის 1.5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნების მიზანს.

UNEP-ის გათვლებით, ყველაზე რბილი შესაძლო სცენარი საშუალებას მოგვცემს დათბობის პიკი 1.7–1.8 გრადუსის ფარგლებში შევაკავოთ და 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსამდე ან უფრო დაბლა დავიყვანოთ. ამისათვის საჭიროა, რომ გლობალური გამონაბოლქვი 2025 წლის დონესთან შედარებით 2030 წლისთვის 18%-ით, 2040 წლისთვის კი 69%-ით შემცირდეს. ასევე აუცილებელი გახდება განახლებადი ენერგეტიკის სიმძლავრეების გასამება და 2040 წლისთვის ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმა.

ეს მიზნები გაცილებით აღემატება იმას, რისი გაკეთების პირობასაც ქვეყნები დებენ: არსებული ვალდებულებების შესრულება გამონაბოლქვს 2030 წლისთვის მხოლოდ 5–8%-ით შეამცირებს, 2035 წლისთვის - 11–15%-ით, რაც დათბობის პიკის დაახლოებით 2.6 გრადუსამდე მიღწევას შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები არაფერს მოიმოქმედებენ, პიკმა შესაძლოა 2.8 გრადუსს მიაღწიოს.

კლიმატოლოგები ამბობენ, რომ ტემპერატურის ყოველი დამატებითი მომატებას გრადუსის მეათედითაც კი შესაძლოა „უზარმაზარი“ შედეგები ჰქონდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - „ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავსწაიკითხე

უახლესი ამბები