ივანე ჩხაიძე - ბავშვებში კოკსაკის აქტიურობის პიკი, ოქტომბრის ბოლოა - როგორც წესი, 7-10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება, ნაკლებად ახასიათებს გართულება
პედიატრ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კოკსაკის ვირუსის არანაირი „აფეთქება“ საქართველოში არ ფიქსირდება და მისი აქტიურობის პიკი ოქტომბრის ბოლოა. ინფექცია 5 წლამდე ბავშვებშია გავრცელებული, 7-10 დღეში თავისით ლაგდება და ნაკლებად რთულდება.

კოკსაკის აქტიურობის პიკი, ოქტომბრის ბოლოა - როგორც წესი, 7 - 10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება. ნაკლებად ახასიათებს გართულება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, არანაირი კოკსაკის ვირუსის „აფეთქება“ ან მატება საქართველოში, ან მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის.
„სტატისტიკის თანახმად, კოკსაკის აქტიურობის პიკი, ოქტომბრის ბოლოა. როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში და ადრეულ შემოდგომას ფიქსირდება. ზამთარში მისი აქტიურობა მინიმალურია. კოკსაკის ვირუსი ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. არანაირი „აფეთქება“ ან მატება მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის. ამ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს, მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა. როგორც წესი, 7 - 10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება. ნაკლებად ახასიათებს გართულება. უფრო ნაკლები სიმძიმისაა. კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევები ყველაზე მეტი“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
ციტატები სტატიიდან
„სტატისტიკის თანახმად, კოკსაკის აქტიურობის პიკი, ოქტომბრის ბოლოა. როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში და ადრეულ შემოდგომას ფიქსირდება. ზამთარში მისი აქტიურობა მინიმალურია. კოკსაკის ვირუსი ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. არანაირი „აფეთქება“ ან მატება მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის. ამ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს, მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა. როგორც წესი, 7 - 10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება. ნაკლებად ახასიათებს გართულება. უფრო ნაკლები სიმძიმისაა. კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევები ყველაზე მეტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.