ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე ვასილ როინიშვილი „ლელოს“ წევრს - ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, პირველია, ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ამას მოეკიდეთ გაგებით

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა პარტიების აკრძალვის საქმეზე განაცხადა, რომ მსგავსი დავა პირველია და ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, რასაც მხარეები გაგებით უნდა მოეკიდონ.

მოსამართლე ვასილ როინიშვილი „ლელოს“ წევრს - ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, პირველია, ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ამას მოეკიდეთ გაგებით
მოსამართლე ვასილ როინიშვილი „ლელოს“ წევრს - ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, პირველია, ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ამას მოეკიდეთ გაგებითინტერპრესნიუსი

ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, ჯერ ეს ერთი, არის პირველი, ამიტომ ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ანუ ამას თქვენც ასე ვთქვათ, გაგებით მოეკიდეთ, - ასე უპასუხა პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ როინიშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, თორნიკე ართქმელაძის კითხვას: „თუ ახსნა- განმარტების ეტაპზე ან კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოიკვეთა ახალი გარემოება, ან ისეთი გარემოება, რაც სარჩელიდან არ ჩანს, მაინც მოგვეცემა შესაძლებლობა, შუამდგომლობები დავაყენოთ?“.

მოსამართლის განცხადებით, ახსნა-განმარტების ეტაპზე მოსარჩელე აყალიბებს თავის პოზიციას და თუ ესეც არ იქნება საკმარისი, შემდეგ მოპასუხე მხარეს ექნება შეკითხვის დასმის უფლება. ამასთან, სასამართლოც ვალდებულია, გარკვეული დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვას მოსარჩელე მხარეს.

"საერთო სასამართლოებში საერთოდ სხვანაირად არის, იქ პროცედურაც გაწერილია და ყველაფერი ნათელია. ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, ჯერ ეს ერთი, არის პირველი, ეს, ბუნებრივია, განსხვავდება იმ კლასიკური დავებისგან, რომელიც, როგორც წესი, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ანუ ამას თქვენც მოეკიდეთ, ასე ვთქვათ, გაგებით, რა...

ჩვენ ისეთ ახალს ვერაფერს შემოვიღებთ, რაც კანონით გაწერილი არ არის. ჩვენ გვაქვს პროცედურები - ახსნა-განმარტების ეტაპი, სადაც მოსარჩელე აყალიბებს თავის პოზიციას... თუ ესეც არ იქნება საკმარისი, შემდეგ თქვენც გექნებათ შეკითხვის დასმის უფლება და სასამართლოც ვალდებულია, გარკვეული დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვას მოსარჩელე მხარეს და საერთო ჯამში, წესით, ამ ეტაპების შემდეგ თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი „დრაფტი“, თქვენ მიმართ რა პრეტენზიები გააჩნია მოსარჩელეს, სანამ ამას არ დავადგენთ, ეს ეტაპი მანამდე არ დასრულდება", - განაცხადა მოსამართლემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ ახსნა- განმარტების ეტაპზე ან კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოიკვეთა ახალი გარემოება, ან ისეთი გარემოება, რაც სარჩელიდან არ ჩანს, მაინც მოგვეცემა შესაძლებლობა, შუამდგომლობები დავაყენოთ?“
თორნიკე ართქმელაძე
„საერთო სასამართლოებში საერთოდ სხვანაირად არის, იქ პროცედურაც გაწერილია და ყველაფერი ნათელია. ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, ჯერ ეს ერთი, არის პირველი, ეს, ბუნებრივია, განსხვავდება იმ კლასიკური დავებისგან, რომელიც, როგორც წესი, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ანუ ამას თქვენც მოეკიდეთ, ასე ვთქვათ, გაგებით, რა... ჩვენ ისეთ ახალს ვერაფერს შემოვიღებთ, რაც კანონით გაწერილი არ არის. ჩვენ გვაქვს პროცედურები - ახსნა-განმარტების ეტაპი, სადაც მოსარჩელე აყალიბებს თავის პოზიციას... თუ ესეც არ იქნება საკმარისი, შემდეგ თქვენც გექნებათ შეკითხვის დასმის უფლება და სასამართლოც ვალდებულია, გარკვეული დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვას მოსარჩელე მხარეს და საერთო ჯამში, წესით, ამ ეტაპების შემდეგ თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი „დრაფტი“, თქვენ მიმართ რა პრეტენზიები გააჩნია მოსარჩელეს, სანამ ამას არ დავადგენთ, ეს ეტაპი მანამდე არ დასრულდება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რაც შეეხება საქმის განხილვას და ის, რომ თქვენ პოზიცია ჩამოაყალიბოთ, შუამდგომლობა დააყენოთ, ამაში ხელი არ გეშლებათ" - მოსამართლე რევაზ ნადარაია ოპოზიციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები