“რა გაყალბება არჩევნებისო, უქმდებიან და 10 კაციც კი არ აპროტესტებს!” – ირაკლი ლატარია
ეკონომისტი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ ოპოზიციის გაუქმებას 10 კაციც არ აპროტესტებს, და სვამს კითხვას, რატომ არ გასამართლდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერები.

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
ამდენი წელი აღქმების მეტი არაფერი უკეთებიათ და ხომ გამოჩნდა რამდენი მხარდამჭერიც ჰყავთ? რა გაყალბება არჩევნებისო, უქმდებიან და 10 კაციც კი არ აპროტესტებს!
მეგიზ ქარდავას პარტიის გაუქმება კი არ არის პრობლემა? არამედ პრობლემაა, ის კოაბიტაცია, რომელიც არსებობდა!… ასევე პრობლემაა, რატომ არ არიან სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებულნი ისინი, რომლებმაც ხელი ტალიავინის დასკვნას მოაწერეს – პირველ რიგში მწვანე ვირთხას რომ გავს ის თარგამაძე, დღეს რომ ამაყი გამოხედვითა და ვირთხის წიკვინით ფორმულაზე პროფესორობს.
ახლა რაც ხდება, ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს ვვიან, ვიდრე – არასდროს
იქნებ ახლა მაინც შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებისთვისაც ნაცობა იქნება სირცხვილი და ოცნებას გაუწევენ ღირსეულ და ქვეყნისთვის სასიკეთო ოპონირებას.
საინტერესო პერიოდი იწყება _ იმაზე მეტად საინტერესო, ვიდრე წარმოუდგენია მავანს .
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.