პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Atlantic: ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოაწერონ

The Atlantic-ის ცნობით, დონალდ ტრამპს სურს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი დეკემბერში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოეწეროს. გამოცემის წყაროს მტკიცებით, მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი კიევზე მკაცრ წნეხსაც განიხილავს, რადგან ტრამპს ზელენსკის წასვლა სურს.

The Atlantic: ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოაწერონ
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.

თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.

„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: არ ვიცი დაესწრება თუ არა პუტინი G20 სამიტს, თუმცა ის მზადაა შეხვედრისთვის, მას ომის დასრულება სურს, ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები